მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები - რას ითხოვს ოპოზიცია?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ 3 პატიმრის: გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩავას გათავისუფლების გარეშე, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების საკითხი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის თაობაზე შედეგს ვერ გამოიღებს.

„შეუძლებელია ვიცხოვროთ ისეთ რეჟიმში, როდესაც ხელისუფლება ტყვეებით ვაჭრობს.“- განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოუშვან ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი და გიორგი რურუა.

„ეს ის სამი პოლიტპატიმარია, რომლებიც ამ პოლიტიკურ ციკლში არიან აბსოლუტურად ცალსახად ჩამოყალიბებული, აღიარებული პოლიტიკური პატიმრები.“ - აღნიშნავს ხოშტარია.

ინფორმაციისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

რაც შეეხება გიორგი რურუას, 2020 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლო იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლაში.