მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი ვახტანგ გომელაურს 26 მაისს ულოცავს

atlantico - ეპიდემიის ჟამს საქართველომ მოკლე დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ შიმჩუკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პატივცემულო მინისტრო, 26 მაისი გახლავთ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის გულთან ახლოს მდგომი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ეძღვნება ეროვნულ იდენტობას და მოიცავს ქვეყნის ხანგრძლივ და მდიდარ ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას - პოლონეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომელმაც 1919 წელს ასევე აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, ჩვენ, როგორც პოლიციის ოფიცრებს, გვესმის, რომ ცხოვრება არ გახლავთ თავისუფალი საფრთხეებისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რთული სამუშაოს თითოეულ დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის მშენებლობაში ყოველდღიური წვლილი შეაქვს. საქართველოს ამ მშვენიერ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“,- ნათქვამია იაროსლავ შიმჩუკის მილოცვაში.