პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს აფასებს.
„პოლონეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკური დავის ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონის ნორმებს, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს.
სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო ევროკავშირის მთავარი პარტნიორია რეგიონში.“ - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.
ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
აგრეთვე იხილეთ:
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.
განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.
„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.
ცოტა ხნის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისთან, ქვეითს მანქანა დაეჯახა.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.
„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
COVID 19-ზე სწრაფი PCR ტესტით, დღეს ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების 250-ვე თანამშრომელი გაიტესტა.