პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, რათა ერთის მხრივ თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკამ შეინარჩუნოს სწრაფი აღდგენის პოტენციალი - იყო მთავარი თემები ტურისტული, რესტორატორთა და სამთო კურორტების ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს.
აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესში მთავრობა ხელმძღვანელობს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით და სწორედ ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად ნებისმიერი დამატებითი შემსუბუქება აღნიშნული ციფრის დასტაბილურებამდე არარელევანტურია.
ეკონომიკური გუნდის წევრებმა ბიზნესის წარმომადგენლებთან უშუალოდ განიხილეს ის სირთულეები, რომელიც მათ კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეექმნათ. მათ შორის, საუბარი შეეხო მთის კურორტებისა და სარესტორნო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
აღინიშნა, რომ მთავრობა აცნობიერებს ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებს, რათა დაბალანსებული მიდგომისა და პროცესის ეფექტური მართვის შედეგად, ზაფხულის ტურისტულ სეზონს შეფერხებები არ შეექმნას. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ, თითოეული გადაწყვეტილება მიიღება არა იმპულსურად, არამედ ეკონომიკის აღდგენის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, რათა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მათ შორის გლობალური ვაქცინაციის შედეგად, სწრაფი ეკონომიკური აღდგენის კუთხით გაჩნდება.
ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია გრძელდება და მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივად ჩართულია ბიზნესთან კომუნიკაციაში, მათ შორის სამუშაო ჯგუფების დონეზე.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია.
თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.
წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 შეადგინა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება.
იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.