პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

გახარიამ სახელმწიფო
რწმუნებულებს შეზღუდვების
აღსრულების მკაცრი
კონტროლი დაავალა
1606744111
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.

პრემიერმა რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში, ასევე მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირება, უკანა ტ...

ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

1611757957

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. 

1611760744

„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

1611759398

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, სკოლები ბრიტანეთში 8 მარტამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ  mirror.co.uk იუწყება. 

1611757142

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611755815
მოსკოვში ღამის კლუბები
იხსნება

მოსკოვში ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს

მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

ცხინვალში მოხეტიალე ძაღლებს ხოცავენ

ცხინვალის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ დილაობით ქალაქის ქუჩებში მკვდარ ძაღლებს აწყდებიან. ძაღლებს ქალაქის მერიის ბრძანებით ხოცავენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 თეთრი შეადგინა. 

საფლავები QR კოდით - სერვისი რომელიც თურ...

თურქეთში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, საფლავები რომლებზეც QR კოდია განთავსებული. ამის შესახებ „hurriyetdailynews“ წერს.