მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი 9 აპრილზე: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს დანაშაული უდიდესი ტრაგედია იყო

პრემიერ-მინისტრი 2020

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია, თუმცა უდიდესი იმედიც" , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 აპრილის ტრაგედიას.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოელ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც ქვეყანა 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიიყვანა.

"31 წლის წინ 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დანაშაული ჩაიდინა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია, თუმცა უდიდესი იმედიც. ეს იმედი განხორციელდა 1991 9 აპრილს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა. ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებულიყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო. ეს ბოლო წლები ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს კიდევ და კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.