მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

პრემიერი პარლამენტში 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პრიორიტეტული ამოცანაა, ქვეყანაში არჩვნები იყოს დემოკრატიული სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს დასავლურ უმაღლეს სტანდარტს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ამის შემდეგ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ყუთთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი ჩვენ რაც გვამოძრავებს, და პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.