პოლიტიკა

პრემიერი: არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს

პრემიერი ტრიბუნასთან
17:12 14.08
დაკოპირებულია

„აგვისტო ის თვეა, როცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გავამთლიანოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დედოფლისწყაროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთის ომსა და, აგრეთვე, რთველის მოსავალზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელ დღეს საუბარი უნდა დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, რომელიც უნდა გვახსოვდეს და აგვისტო ის თვეა, როცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გავამთლიანოთ. მოსავალზე რომ გადავიდეთ - რთველი იწყება აქედან და შეუძლებელია, რთველს გვერდი ავუაროთ. 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავამთავროთ ეს კარგი საქმეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს.

„ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც. ჩვენ ამ რთველსაც ჩავატარებთ ძალიან მაგრად და ქართველ გლეხს, კახელ გლეხს საამაყოდ ექნება, როგორ ჩავატარებთ ამ რთველს. ისევე, როგორც დავაბინავეთ ატამი, დავაბინავებთ ვაშლს, შემდეგ თხილს და შემდეგ ციტრუსს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ყველამ ერთად პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი, რათა ჩვენს ბავშვებს განათლების მაგარი სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ, აქედან რომ გავლენ, სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხუცები და ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ და ნორმალური სოციალური დახმარება ჰქონდეთ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ ჯან-ღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რათა ჩვენი ოჯახები ღირსეულად ვარჩინოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გვემართა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილები არ დავკარგოთ და მეტი უნდა შევქმნათ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელს საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი სოფლად და რეგიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია, ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სასოფლო გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. ბავშვები და სკოლები - ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სკოლა, 3000-მდე სკოლიდან, გასარემონტებელია. ასაშენებელია ახალი სკოლები. სამთაწყაროში ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მშენებლობა მთავრდება მაჩხაანშიც. ეს საკმარისი არ არის. მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება, ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება ღირსეული შრომით შექმნილ მის სიმდიდრეს და ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი 2020

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იე...
5 წუთის წინ
რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ვერტმფრენი ახალგორის თავზე ერგნეთშ...
41 წუთის წინ
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტ...
42 წუთის წინ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული...
15:51
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაც...
15:49
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანმა თბილისში აზერბაიჯანელ კოლეგ...
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში აზრებაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. უწყების საზოგ...
„ვაქცინაცია არის ხსნა და პრევენცია იმისა...
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდ...
გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაც...
საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა...
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვ...