მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს

პრემიერ-მინისტრი 2020

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით.

„ოპოზიციის შანსები როგორ შევაფასო, საერთოდ არ არის ეს ჩემი საქმე. არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარია მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.