მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ევროკავშირის ფინანსური დახმარების ძირითად მიმართულება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იქნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

„საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ, ევროკავშირი როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერება, ისე დაგვიდგა გვერდით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, თანხის გამოყენების ძირითადი მიმართულება ​პანდემიასთან ბრძოლა და მისი ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იქნება.

„ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და კიდევ ერთხელ, მინდა ევროპელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო“.- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში 183 მილიონი ევრო გამოუყო.