მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი გადადგა - როდის და როგორ უნდა დამტკიცდეს ახალი მთავრობა

მთავრობა პარლამენტში

პრემიერის გადადგომის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს იმისთვის, რომ ახალი მთავრობა დაამტკიცოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. 

როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებს უფლებამოსილება არ უჩერდებათ და ისინი ახალი მთავრობის დამტკიცებამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.

„მინისტრებს უფლებამოსილება არ უჩერდებათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, ხოლო პრემიერის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი. ამ დღიდან პარლამენტს აქვს ორი კვირის ვადა, იმისთვის, რომ ახალი მთავრობა დაამტკიცოს იმ შემადგენლობით, რომელსაც მას მმართველი პარტია წარუდგენს.

თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ კიდევ ორი კვირა არის ვადა უკვე არა მმართველმა პარტიამ, არამედ ნებისმიერმა 51-მა დეპუტატმა გააკეთოს შეთავაზება პარლამენტის წინაშე და თუ ამ შემადგენლობამ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, პრეზიდენტს ეძლევა ერთი კვირის ვადა იმისთვის, რომ დაითხოვოს პარლამენტი და გამოაცხადოს რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

ახალი პრემიერის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უნდა წარადგინოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„როცა პრემიერ მინისტრი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები ისედაც გარდაუვალია“ - გიგი უგულავა

„ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი“ - გოცირიძე პრემიერის გადაწყვეტილებაზე

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა