მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მთავრობის მეთაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, თბილისის დროით, დღის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.