პოლიტიკა

პრემიერი: გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდში, ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს, ახალ საზღვაო აკადემიებს

პრემიერი ტრიბუნასთან
1603816864
დაკოპირებულია

„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.

„დღეს, ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება ახდა. დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო. რაც მთავარია, მიუხედავად ამ მძიმე გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდში, ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს, ახალ საზღვაო აკადემიებს,

ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ვაშენებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას და რასაც ჩვენ ვეძახით პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე.

მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობიდან, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ და ვგრძნობთ რა, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ეს სტადიონი ხორუმის აქცენტებით არის აშენებული.

„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, თითოეული გუნდისთვის, ბათუმის დინამოსთვის, თითოეული გუნდისთვის, რომელიც ამ მოედანზე იასპარეზებს. გარდა ამისა, ხორუმი არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ ამ ხორუმის ჰანგებით, გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით, დავამარცხებთ კოვიდსაც, ეპიდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად, აქ, სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას, გილოცავთ ამ სტადიონის გახსნას და გისურვებთ დიდ გამარჯვებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 26
იანვარი 2021 წ.

ნაკადულზე წაქცეული ხე, მოხეტიალე ქვიშის...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მისი ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩიამ არ თქვა, თუ რაზე ისაუბრა ნიკა მელიასთან, თუმცა ახსნა მიზეზები თუ რის გამოც აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

1611689815

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე ისაუბრა, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დააყრა გააპროტესტა, რასაც ენმ-ს რამდენიმე წევრის პროტესტი მოჰყვა.

1611687445

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611686225

თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611684025
განცხადება

„პრიორიტეტულია ოცნების და ენმ-ს შერიგება, ვიდ...

„გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუ...

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს,  საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

1611672882
საფრანგეთში მოსახლეობას ხელთნაკეთი პირბა...

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი COVID-19 ახალი შტამისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფენ . ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბრეიკ-დანსის სექცია...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბრეიკ-დანსის სექცია გაიხსნება, სადაც 7 წელზე უფროსი ბავშვების მიღება იწყება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.