მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: გვინდა საყოველთაო კარანტინით თავიდან ავიცილოთ ის, რაც ევროპაში ხდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ფოთში

"საყოველთაო კარანტინი არის ის, რაც ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს სახლიდან გამოსვლის აკრძალვას, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ საბედნიეროდ, ჯერ გვაქვს იმის შესაძლებლობა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ქვეყანაში",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა თვეების განმავლობაში მოქალაქეების სუბსიდირებას ვერ შეძლებს.

"ყველას გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობისა და ეკონომიკის გაჩერების პირობებში თითოეული მოქალაქე ასუბსიდიროს. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა",-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.