მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება მოამზადოს დახმარება სომხეთისთვის

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

"ქვეყნები ვერ შეძლებენ ამ ვირუსსს გაუმკლავდნენ მარტო, ამიტომ გვამრთებს ურთიერთანადგომა. ჯანდაცვის მინისტრს აქვს უკვე დავალება მიღებული, მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ მეზობელ ქვეყანას კორონავირუსითან ბრძოლაში, ყველაზე მეტად, სამედიცინო პერსონალით სჭირდება დახმარება.