მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ქართული ავიაკომპანიები უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას განაახლებენ

საქართველოს პრემიერი 2020

მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყანის სიაში საქართველოს შეყვანას გამოეხმაურა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი შედეგების შრომის დაფასებას ნიშნავს.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანას უზარმაზარ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ამიტომ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და დღეს ჩვენს ხუთ პარტნიორ ქვეყანას ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, ეს ეხება პირდაპირ ფრენებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებას ყველა ჩვენს პარტნიორთან. აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიქნებით ფრთხილები როგორც აქამდე, მაგრამ თანმიმდევრულები. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფ დროში. სანამ ეს მოხდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქართული ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება მოთხოვნა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.