პოლიტიკა

პრემიერი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ოკუპირებულია და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ

გიორგი გახარია მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, 20 ივლისი 2020 წ. 2
15:27 14.08
დაკოპირებულია

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, სოხუმში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში იცხოვრონ.

„მოგესალმებით კუთხიდან, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სამხედრო დანაყოფები, სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად, ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდი...
20 წუთის წინ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სააგენტო „ინტერფაქს...
22 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
28 წუთის წინ
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვის განმავლობაში 24 ა...
34 წუთის წინ
ლევან კობერიძე პლენარულ სხდომაზე „ვაქცინაცია არის ხსნა და პრევენცია იმისა, რომ...
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ...
39 წუთის წინ
ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი...
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვ...
საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩ...
საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიი...
საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფე...
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს 4 ქალაქში უმაღლეს...