მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

"ინფექციის ახალი ქეისები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ესენია საკარანტინო ზონები და საკარანტინო სივრცეები. შესაბამისად, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე დგას ეტაპი, როცა მთავრობამ ეკონომიკის უფრო მეტად გახსნაზე უნდა იზრუნოს და ეს დამატებითი შეზღუდვების მოხსნაში გამოიხატება.