მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშრებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, თუ რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით ამ გამარეჯვებაში.

75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე. მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება, ხოლმე რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო, პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის დიდი გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ. პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოპვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და გააგრძელებს მათზე ზრუნვას“, -აღნიშნა გიორგი გახარიამ.