მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი პარლამენტის წინაშე 27 მაისს წარსდგება

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე 27 მაისს წარსდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი კანონმდებლების წინაშე კოვიდინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარადგენს.

"ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ივნისშიც მივა წლიური ანგარიშით.

"პრემიერის წლიური ანგარიში ბუნებრივია არა მხოლოდ კოვიდის ინფექციის საკითხით შემოიფარგლება, არამედ უფრო ფართოდ- ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური განვითარების საკითხებზეც გვექნება მსჯელობა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.