მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი პარლამენტში დღეს ანგარიშს წარადგენს

გახარია სხდომაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს კანონმდებლების წინაშე კოვიდინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარადგენს.

"ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ივნისშიც მივა წლიური ანგარიშით.

"პრემიერის წლიური ანგარიში ბუნებრივია არა მხოლოდ კოვიდის ინფექციის საკითხით შემოიფარგლება, არამედ უფრო ფართოდ- ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური განვითარების საკითხებზეც გვექნება მსჯელობა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. გახარია პარლამენტში საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა.