მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი პოლიტიკური ელიტების ახალგაზრდებით ჩანაცვლების მომხრეა

პრემიერი პარლამენტში 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან ერთად, პოლიტიკური ელიტები შეიცვალოს და მოვიდნენ ახალგაზრდები.

„ყველას ახსოვს, რომ 90-იანებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, უახლოესი წლების განმავლობაში, ამ ცვლილებას იგრძნობს. ეს არ იქნება მარტივი, იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა და საარჩევნო სისტემა შეიცვალა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.