მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: პოლიტპატიმრები არ არსებობენ

პრემიერი საკოორდინაციო საბჭოზე

„პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა", - ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა გოკერიას მიერ დასმულ კითხვას, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს ეხებოდა.

პრემიერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველოში, ჩემთვის პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთ შემთხვევაში ადამიანთან, რომელიც შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას. შტურმის დროს ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი ამ პროცესში, ყველას არა. მეორე ადამიანმა ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის კონკრეტული თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი. პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის, საარჩევნო სისტემასთან და საკანონმდებლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი დადგება. აი, იქ გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე", - აღნიშნა გახარიამ.