მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერი 2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვიტერის მეშვეობით ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

„საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.