მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ

საქართველოს პრემიერმინისტრი ფოთში

სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, რომელიც შეფერხების გარეშე ხორციელდება. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას, მთელი იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველომ სახმელეთო საზღვრები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტში ჩაკეტა.