მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი სერგო რატიანს: სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ?!

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

"ბატონო სერგო სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ ? ეს ზუსტად ის, არის რაც თქვენ გინდათ", - ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერი დეპუტატის სერგო რატიანის კითხვას, რომელიც საშემოსავლო გადასახადების შემცირებას ეხებოდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველო საგადასახადო დატვირთვით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა.

"საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემდგომ შემცირებას არანაირი რეალური ზემოქმედება ბიზნესზე არ აქვს. კრიზისის პერიოდში მსგავსი გლობალური კრიზის დროს ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძიება, როელიც მივიღეთ ბიზნესის მიზნობრივი, კონკრეტული დახმარების, მიმართულია იქითკენ, რომ ბიზნესს ლიკვიდობა დავუმატოთ. ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გვთავაზობთ არის უბრალოდ დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირება, რომელსაც შეუძლია გაუთვიცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილში რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ მაგაზეც არ იღელვოთ, ჩვენ მივალთ და ამ მოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით. დამერწმუნეთ, როგორმე ჩვენსას უფრო დაიჯერებენ. ერთი რამეა კიდევ- დღეს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა იზრდება, რაც პირდაპირ სოციალური ვალდებულებებია", - განაცხადა პრემიერმა.