მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე: ოჯახს უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდში დგომა სჭირდებათ

პრემიერი ბრიფინგზე
„მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი - უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ პირველ რიგში გვერდში დგომა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის ყველა საქმეზე ჩატარდება სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი გამოძიება.

„გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება და ინსტრუმენტი არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს პროკურატურამ 11 აგვისტოს ბრალი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დანარჩენ 12 პირს კი ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ ბრალი.