მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: შარლატანების შემოთავაზებულ სწრაფ ტესტებზე გააზრებულად ვთქვით უარი

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის გიორი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იყო საკარანტინო სივრცეების შექმნა და „პისიარ“ ტესტები.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, პრემიერის თქმით, მთავრობამ მათზე გააზრებულად თქვა უარი, რადგან ეჭვქვეშ იყო მათი ეფექტურობა.

„საკარანტინო ზონები ქვეყანაში გამოიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ. იქიდან ვერ გამოდიან თუ „პისიარ“ ტესტი არ ჩაუტარდათ, საჭიროების შემთხვევაში კი, მათ მკურნალობა უტარდებათ. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ინფიცირების შემთხვევები მოდის საკარანტინო სივრციდან. შესაბამისად, საკარანტინო ზონების შექმნა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი. ათასი შარლატანი გამოჩნდა, რომელიც მთავრობას სთავაზობდა ამ სწრაფ ტესტს, ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი „პისიარ“ ტეტსირების და აბსოლუტურად ეფექტურად მომუშავე საკარანტინო ზონები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.