მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: შავი ზღვა არის ქვეყნის მომავალი, ჩვენი ბედი

სქართველოს პრემიერი 2020

„საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერმა მეზღვაურებს საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.

„საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. მეზღვაურები რომ არ იყვნენ, მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდებოდა, ეკონომიკა გაჩერდებოდა. მინდა დღეს, განსაკუთრებით ამ კრიზისში ეს დღე მოგილოცოთ. საქართველოს დღეს დაახლოებით 12 ათაზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშების ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად, ვაჭრობის და მეზღვაურობის განვითარებისთვის. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ახლა ზღვაშია, მინდა პირველ რიგში მივულოცო ეს დღე. ყველას ვუსურვო შინ მშვიდობით და ჯანმრთელად დაბრუნება.

შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ბედი, საქართველოს კარიბჭე. ვერაფერს ეკონომიკურად ჩვენ ვერ მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდება ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო“,- აცხადებს გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია განათლება, სწორედ ამ მიზნით ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება პროფესიული სასწავლებელი.

„შავი ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება. საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს, რომელზეც გლობალურად მოთხოვნა მაღალია. ჩვენი მეზღვაურები ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უკვე ეხმარებიან - ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს და საქართველოს სხვა მოქალაქეებს. გვახსოვდეს, შავი ზღვა და მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.