მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ტურიზმი სწრაფად ვერ აღდგება

გახარია სხდომაზე

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ქვეყანას და შეუძლია გახსნას შესაძლებლობები საერთაშორისო მოგზაურებისთვის უსაფრთხოდ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა.

"ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, რეგიონებში ვეცნობით როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა პირველ რიგში, ანტიკრიზისული გეგმა გავაცნოთ თითოეულ მოქალაქეს და ინფრასტრუქტული პროექტების თვალსაზრისით ვნახოთ ტემპი როგორია.

პანდემიიდან გამომდინარე, 3 თვის განმავლობაში ეს ტემპი დავკარგეთ, თუმცა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და ამას კარგად ხედავთ რიკოთის უღელტეხილზე რამხელა სამუშაოები მიმდინარეობს. ვნახეთ ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც დინამიურად ვითარდება და ივლისის თვეში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ გზით. ყველას გვესმის, რომ ტურიზმი ასე სწრაფად ვერ აღდგება მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ავიაციას როგორც ბიზნესს უჭირს, მაგრამ დრო არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აეროპორტი დროულად იყოს ჩაბარებული. ეს ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მართავს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ქვეყანას და შეუძლია გახსნას შესაძლებლობები საერთაშორისო მოგზაურებისთვის უსაფრთხოდ", - განაცხადა პრემიერმა.