მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ვირუსის გავრცელების კუთხით ქორწილს, ქელეხს და აქციას შორის განსხვავება არ არის

მთავრობის ხელმძღვანელი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით აქციას, ქელეხს და ქორწილს შორის განსხვავება არ არის. 

რაც შეეხება აქციებსა და თავყრილობებს, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს აზრის გამოხატვას.

„საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს როდესაც შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან თავყრილობებთან დაკავშირებით.

რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის ვირუსის გავრცელების კუთხით? არ ვიცი, გავრცელების თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არ არის, ან წინასაარჩევნოდ 600 ლარიანი სუფრების კუთხით? არაფერი სხვაობა არ არის. ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება.

მარტივი წესები არსებობს პირბადე და დისტანციის დაცვა. არავინ არავის არ უზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ“, - დასძინა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში კორონავირუსის გავრცელების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 300 ლარი და სესხის გადავადება უმუშევრად დარჩენილებისთვის

🔴 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კვლავ ამოქმედდება