მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა ავტოიმპორტიორებისთვის ახალი შეღავათები დაასახელა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

„მინდა გაგაცნოთ ახალი გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამ წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ვადა გახანგრძლივდეს პირველ ივნისამდე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი დაახლოებით 19 000 მოქალაქეს შეეხება.

„ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000 მფლობელს შეეხება, მათ ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს შეღავათები აღნიშნულ სფეროს პოსტპანდემიურ პირობებში მნიშვნელოვნად დაეხმარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.