მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა პოლიციელებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერი-მინისტრი პრემიერ-მინისტრი, 2020

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტოს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მან მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში იყო ჩართული 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ "კომენდანტის საათის" და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრუკლების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და რა თქმა უნდა მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა", - აღნიშნა პრემიერმა.