მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ იენს სტოლტენბერგთან საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვისა და ავღანეთში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და, უახლოეს თვეებში, ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

აგრეთვე იხილეთ:

📍პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების ზუსტ დროს ასახელებს