მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი 9 აპრილზე: ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღეა

საქართველოს პრეზიდენტი, 2020

"ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღეა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მოვლენებს.

პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება.

"დღეს 9 აპრილია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ არ გავიხსენოთ. 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტის რეჟიმში გაგვითენდა და მთელი საზოგადოება ხვდება სხვა განწყობით. ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მეც ვერ მივედი, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი", - განაცხადა პრეზიდენტმა.