მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ამ მასშტაბის კრიზისის დროს პოლიტიკური კონსოლიდაცია აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტი, 2020

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ პირველ ერტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, თუმცა ქვეყანა მსოფლიოსთან ერთად, უფრო რთულ ფაზაში შედის.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბის კრიზისის დროს აუცილებელია პოლიტიკური კონსოლიდაცია.

"ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე, და შეიძლება ითქვას უფრო რთულ ფაზაში. პირველ რიგში კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის, ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ეს ასე არ არის. ჩვენზე, ინდივიდუალურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთებისა და მეორე ტალღისაგან.

ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად. და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას, და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუციელებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წამრატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.