„მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რელიგიური მრავალფეროვნებით ყოველთვის ამაყობდა და არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ქვეყნის მონაპოვარს, რომელიც ტოლერანტობას გულისხმობს.
„საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.
ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.
მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.
👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
მუსლიმი თემის მხარდასაჭერად ბუკნარში აჭარიდან ათეულობით ადამიანი ჩავიდა
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.
„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.