მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ქალთა მიმართ ძალადობაზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა აცხადებს, რომელმაც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 24 წლის გოგო მოინახულა.

„სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ყოველი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოების მხრიდან, მომხდარ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნათია სულავამ.

თბილისში 24 წლის გოგოს 24 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.