მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ქალთა მიმართ ძალადობის დამარცხებისაკენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივმართოთ

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ონლაინრეჟიმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოს პრიორიტეტად რჩება.

„COVID-19-მა ჩვენი ქვეყნები და საზოგადოებები მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა. მსურს, გამოვხატო ჩემი მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ, რომელმაც კრიზისის ფონზე სპეციალური მოწოდება - „მშვიდობა შინ“ გააჟღერა და ამით შეგვახსენა, რომ ოჯახში ძალადობა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მით უფრო პანდემიის დროს.

ქალებსა და გოგონებზე გენდერული ნიშნით ძალადობა საუკუნეების განმავლობაში იყო გლობალური საზოგადოების დაღი. თუმცა, კაცობრიობამ ის დისკრიმინაციის ფორმად და ადამიანის უფლებათა დარღვევად მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ ცნო. მას შემდეგ, ვცდილობთ ამის გამოსწორებას.

დღეისთვის უკვე ვიცით, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა გენდერული უთანასწორობიდან და საზიანო სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს. გლობალური საზოგადოება შეთანხმდა - მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაზე პასუხი ძლიერ რეაგირებას მოითხოვს, ქალთა და გოგონათა მიმართ აგრესიული ქცევის აღმოსაფხვრელად პრევენციაც თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს მცდელობები ინვესტიციას საჭიროებს...“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.