მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება

ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ევროკავშირის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერ ვერ მიაღწია მოსალოდნელ შედეგს. კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება“,- წერს პრეზიდენტი ტვიტერში.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

„მე წარმოვადგინე გეგმა, რომელიც გავაცანი პოლიტიკურ პარტიებს და ეს გახდება საჯარო. სამწუხაროდ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გეგმა არ მიიღო. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ პარტიებს გადაწყვეტილებები მოვახვიოთ“,- განაცხადა შვედმა დიპლომატმა მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.

აგრეთვე იხილეთ:

📌ელენე ხოშტარია: საბოლოო ჯამში არა დანიელსონი, არამედ ჩვენი მოქალაქეები წყვეტენ ქვეყნის მომავალს