მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: პოლიტიკური კრიზისი გადავლახეთ

ზურაბიშვილი

„ვფიქრობ, გადავლახეთ პოლიტიკური კრიზისი, ეს შეთანხმება ბევრი მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კრიზისი გადაილახა, თუმცა პოლარიზაცია არ გამქრალა.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესები უკვე სწორი მიმართულებით მიდის.

„ვფიქრობ,გადავლახეთ პოლიტიკური კრიზისი, ეს შეთანხმება ბევრი მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. იგი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ხანს ელოდა პოლიტიკური პროცესების დამშვიდებას საქართველოში და პოლარიზაციის შემცირებას.

რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არ გამქრალა, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ და ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ პროცესს. იგი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან პოლიტიკური ძალები ერთმანეთს აღარ ესაუბრებოდნენ. ახლა კი ეს დიალოგი განახლდა. მართალია პარლამენტს მიღმა, მაგრამ მალე ეს პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი კვლავ იქნება ის ადგილი, სადაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდება, დებატები, მხარეები შეძლებენ ახალი გზები გამოძებნონ კომპრომისისთვის. ახლა უკვე ძალიან კონკრეტულ საკითხებზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ამავე თემაზე:

🔴 „ბედნიერი და ამაყი ვარ, შედეგი სახეზეა და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია“ - პრემიერი

🔴 „შეთანხმება ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოება გადაღლილი იყო პოლარიზაციითა და დაპირისპირებით“ - პრეზიდენტი