მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: რუსეთს არ ვუთმობთ, ქედს არ ვიხრით

საქართველოს პრეზიდენტი

„გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, არიან რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალა, მათზე ვდგავართ დღეს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პასუხი მიაგეს.

პრეზიდენტის შეფასებით, ომმა საქართველო საბოლოოდ ვერ დაამარცხა.

„ომის, ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. საერთაშოროსო თანამეგობრობა არ ეგუება ისე, როგორც ჩვენ არ ვეგუებით. ჩვენი მთავარი გამარჯვებაა, რომ წინ და წარმატებით მივდივართ. რუსეთს არ ვუთმობთ, ქედს არ ვიხრით“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.