მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

„სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციით სარგებლობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის მიმართვაში აცხადებს.

პრეზიდენტის განცხადებით, კატეგორიულად გმობს მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც საზოგადოების თვალში სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება.

„ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრობლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება.

როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.