მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ვემიჯნებით ძალადობას, გვჯერა, ბელორუსია შეძლებს მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

„გვჯერა, ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

„საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არც დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან - 9 აგვისტოდან, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობის გაღიზიანება მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსედ გამარჯვებას მოჰყვა. მან ამომრჩევლების ხმათა 80% მიიღო. ქვეყანაში, ინდუსტრიული მრეწველობის გიგანტების „ბელარუსკალის“, „ნაფტანის“ და სხვა საწარმოების თანამშრომლებიც მასობრივად გაიფიცნენ. ისინი პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. მიუხედავად ამისა, 17 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღის მიუხედავად, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება.