მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტისთვის მიუღებელია თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მიერ მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო“, - განაცხადა „რუსთავი 2"-ის ეთერში შენგელიამ.