მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტი, 2020

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"რადაც არ უნდა მიღირდეს დამერწმუნეთ ეს  ნაბიჯი  ჩემი მანდატის  ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება.  მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.