საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრის ძირითადი თემა პანდემია, მასთან ბრძოლის გზები, კოვიდსოლიდარობა და ვაქცინის გამოყოფის საკითხი იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა და საკითხზე მუშაობის მზაობა გამოთქვა.
ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
იხილეთ აგრეთვე:
❗სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს იწყებს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
ირანში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – ჩინური ვაქცინის თაობაზე აღნიშნული ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.