მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრიორიტეტულია ოცნების და ენმ-ს შერიგება, ვიდრე პოლიტპატიმრების თემა“- ვახო მეგრელიშვილი

განცხადება

„გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის ბრძოლის შედეგი არის პოლიტპატიმრები, რომელთაც ოცნება არ აღიარებს.

„თუ ეს ბრძოლა არ დასრულდა და ეს ორი მხარე არ შერიგდა, ჩვენ გვეყოლება არა 3 პოლიტპატიმარი, არამედ შეიძლება 3 000 გვყავდეს.

ეს პოლიტპატიმრების თემა კი არ არის, პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ის პოლიტპატიმრების თემა, რომელიც შეთანხმებაში პირველ პუნქტად წერია, არის საბაბი იმ ხალხისთვის, ვისაც შეთანხმება არ სურს.თუ მთავარი პრობლემა არ გადავწყვიტეთ, რაც არის ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქიშპი, ჩვენ პოლიტპატიმრები გვეყოლება.

ამიტომ, ამ კონტექსტში, ბევრად უფრო პრიორიტეტულია ამ ორი პოლიტიკური ძალის შერიგება, ვიდრე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ჩხუბი“- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ზურაბ ჯაფარიძე: დღეს, 15:00-ზე კანცელარიასთან ისევ აქციაა

✔️ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

✔️თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი პირების კვლევა დაიწყება