მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრობლემას ვერ ვხედავ“ - ჯაფარიძე „მოქალაქეებისა“ და მმართველი გუნდის ლიდერების მოლაპარაკებაზე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პარტიები ვიღაცებს შეხვდნენ და მათ შორის "ქართულ ოცნებას" ელაპარაკონ“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე პარტია „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას.

ჯაფარიძის თქმით, სავარაუდოდ, განხილვის თემაა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხია.

„მე პრობლემას ვერ ვხედავ განსხვავებით ბევრი ოპოზიციური პარტიებისა, რომ პარტიები ვიღაცებს შეხვდნენ, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკონ.

ლაპარაკი, ზოგადად, პრობლემა არ არის, რაზე საუბრობენ არ ვიცი. სავარაუდოდ, განხილვის თემაა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და მათ შორის პირობების დაკმაყოფილება, რომელზეც ალეკო ელისაშვილი აცხადებდა წინასწარ, რომ თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებდნენ მაშინ ის ლევან იოსელიანთან ერთად შევიდოდა პარლამენტში. ალბათ ეს არის განხილვის თემა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილს, ლევან იოსელიანსა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის შეხვედრა დახურულ კარგს მიღმა იმართება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თუ შევთანხმდებით პარლამენტში შევალთ“ - ელისაშვილი