მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი

„პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ - ახლა კონცერტი თუ გიშველით მარტო“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიტინგს ეხმაურება.

„სამშაბათის „იმედის ფაქტორში“ ორი საათის განმავლობაში 14 ათასმა ადამიანმა დარეკა ინტერაქტივში და ნიკანორ მელიას დაკავებას დაეთანხმა. ზარი ფასიანი იყო. აქ დარწმუნებული ვარ, აქეთ გადაუხადეს, სამი დღე ამზადებდნენ სრულიად საქართველოს მასშტაბის აღშფოთების წარმოდგენას, მაგრამ 5 ათასამდე მეტი მხარდამჭერი ვერ შეაგროვეს. არ აჩერებს გამჩენი. კიდევ უნდა შევიკრიბოთო. პიკეტირებაო. კარვებიო. უწყვეტი პროტესტიო. ოსტაპ ბენდერის ცნობილი ბრენდის ფონზე: „Заграница нам поможет!" - სექტანტების საპარასკევო პოლიტიკურ „ფსალმუნთა“ მსახურება თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა. ქატო იქეთ, პური აქეთ. The End“,- აღნიშნავს ქართველიშვილი.

ინფორმაციისთვის, კანცელარიასთან ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ხელისუფლებასთან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

აქცია-მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყო, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქცია 2-დან 13 მარტის ჩათვლით პერმანენტულად გაგრძელდება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები - ვოლსკი

🔴 „იაფფასიანი ტრიუკია“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს

🔴 26 თებერვალს გამართულ აქციაზე ნიკა მელიას წერილი წაიკითხეს